Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება HR დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება HR დეპარტამენტში
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი, ნუტრილონი, ბიუბხენი, ნუკი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს თბილისში, ანაზღაურებად სტაჟირებას HR დეპარტამენტში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რეკრუტინგის მიმართულებით, ვაკანსიის გამოცხადებიდან კადრის დანიშვნამდე სრულ ციკლში მონაწილეობის მიღება.
** ადმინისტრაციულ ნაწილში, კერძოდ ხელშეკრულებები/ბრძანებების მონიტორინგი და დაკომპლექტებაში მონაწილეობა.
** შესრულებული სამუშაოს რეპორტის სახით გადმოცემა.
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ამ სფეროს შესწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული, ორგანიზებულ ი და მოტივირებული კანდიდატი.
** MS Office-ის ცოდნა.

სხვა უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00;
** მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის გამზ. N 113დ.
** ანაზღაურება კანდიდატთან შეთანხმებით.
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@mziuri.com.ge

შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "სტაჟირება HR დეპარტამენტში".

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება

1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება;
9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე