Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: Ecovis Georgia
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "Ecovis Georgia" იურიდიულ დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომი;
** მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონე (ვერბალური, წერითი); უკეთესი დონე ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული წერითი (სამართლებრივი წერა) და ვერბალური კომუნიკაცია, ანალიტიკური უნარები; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

უპირატესობად ჩაითვლება:

** იურიდიული პრაქტიკა ან/და სტაჟირება საზღვარგარეთ;
** ადვოკატის ლიცენზია;
** აუდიტორულ ან/და საადვოკატო ბიუროში ან/და იურიდიული მიმართულებით მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება;
** სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმის წარმოების გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** იურიდიულ დეპარტამენტში შემოსული დაკვეთების დროული დადასტურება/შესრულება, ვადების კონტროლი, კლიენტებთან უკუკავშირი;
** იურიდიული დოკუმენტაციის ანალიზი, შედგენა, კორექტირება, პრეზენტაცია;
** იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა, სკანირება, დაფასოება, ადრესატებზე განაწილება;
** წარმომადგენლობა სასამართლოში, უწყებებში, სხვადასხვა პირებთან და შესაბამისი სამართლებრივი მხარდაჭერა;
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** შესრულებული საქმის რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელის წინაშე;
** სამართლებრივი სიახლეების დროული ცოდნა/კლიენტების ინფორმირება;
** შეხვედრებში, თათბირებში, პრეზენტაციებში მონაწილეობა ან/და ჩატარება, ხელმძღვანელის მიერ მითითების შემთხვევაში;
** კლიენტთა ჯგუფის სამართლებრივი მომსახურება;
** სამართლებრივ პროექტებში ჩართულობა ან/და მართვა-განხორციელება;
** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ვალდებულებების განხორციელება;
** რეპორტინგი ხელმძღვანელის წინაშე;
** ხელმძღვანელის დავალების შემთხვევაში კლიენტის ოფისში შეხვედრის ჩატარება, დოკუმენტაციის რევიზია, დოკუმენტაციის შექმნა, ინსპექტირებისა თუ სხვა პროცესებში ადგილზე მონაწილეობა, საჭიროების შემთხვევაში კლიენტის ოფისში იურიდიული საქმის შესრულება;
** ხელმძღვანელის პოზიციასთან დაკავშირებული სხვა იურიდიული/საორგანიზაციო დავალებების/მითითებების შესრულება;
** იურიდიული დეპარტამენტის რეგულაციების შესრულება.

დამატებითი ინფორმაცია:

** ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქუჩა N5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი);
** შესაძლებელია კლიენტებთან ვიზიტები, საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის დავალებით;

დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს;
** გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
** კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
** კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
** სამედიცინო დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: http://www.ecovis.ge

თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება "Ecovis Georgia"-ს (შპს "ეკოვის საქართველო", შპს "ეკოვის საქართველო აუდიტი") მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: info@ecovis.ge

"Ecovis Georgia" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: +995 032 243 22 81, info@ecovis.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე