Робота для біженців з України
ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
ცხადდება კონკურსი სსიპ "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე

შრომის ანაზღაურება თვეში 1130 (ათასასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სამუშაო საათები - 09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა (ყოველი სამუშაო კვირის პარასკევ დღეს ან საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეების წინა სამუშაო დღეს - 09:00 საათიდან 17:00 საათამდე).

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
ბ) იცოდეს სახელმწიფო ენა (წერა, კითხვა, მეტყველება);
გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს;

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრი/დამამთავრებელი კურსის სტუდენტს;

აპლიკანტს მოეთხოვება საქართველოს კანონის "უმაღლესი განათლების შესახებ", თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა;

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებების ქონა:

ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ბ) ოპერატიულობა;
გ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
დ) დასაბუთების უნარი;
ე) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
ვ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ზ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) განყოფილების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) სპორტული და კულტურული სექციების გამართულად მუშაობისათვის ხელშეწყობა;
გ) უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სპორტული და კულტურული სივრცეების გაქირავების/ქირავნობის მიზნით საჭირო ხელშეკრულების პროექტების მოსამზადებლად ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება შესაბამისი დეპარტამენტებისათვის;
დ) სტუდენტურ ჩემპიონატებსა და უნივერსიადებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი გუნდების დაკომპლექტებაში მონაწილეობა;
ე) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისა და ინვენტარის შესყიდვისათვის საჭირო წინადადებების მომზადება;
ვ) პირველი კორპუსისა და მე-8 კორპუსის სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიებების ტექნიკური ორგანიზება;
ზ) სტუდენტთა ინფორმირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა სხვადასხვა სპორტულ სექციებში;

კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ";

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 18 დეკემბრიდან 2025 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს "კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე