Робота для біженців з України
დასუფთავების ზედამხედველი - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების ზედამხედველი
მომწოდებელი: სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი / ბოლო ვადა: 17 იანვარი
სასტუმრო "ინტურისტი ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების ზედამხედველის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნომრებისა და საერთო სივრცეების დასუფთავების კონტროლი
** ახალი თანამშრომლების ტრენინგი და საჭირო მითითებების მიცემა
** ზედამხედველობა გაუწიოს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს
** სამუშაო გრაფიკის შედგენა და შესრულების კონტროლი
** დასუფთავების საშუალებების, თეთრეულის და ინვენტარის აღრიცხვა და კონტროლი
** საჭირო მარაგების დროული მოთხოვნა
** დროულად გადასცეს მიღება-განთავსების დეპარტამენტს ინფორმაცია ოთახების შესახებ
** სტუმრების საჩივრებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება
** დაკარგული ნივთების რეგისტრაცია და კონტროლი
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და შიდა წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrkazbegi@gmail.com. გთხოვთ, "Subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე