Робота для біженців з України
ლოჯისტიკის თანამშრომელი - ტექნიკური მომსახურების ლოჯისტიკა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის თანამშრომელი - ტექნიკური მომსახურების ლოჯისტიკა
მომწოდებელი: სქაი გრუპი
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი / ბოლო ვადა: 17 იანვარი
შპს "SKY GROUP" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის თანამშრომლის პოზიციაზე.

ვაკანტური თანამდებობა ლოჯისტიკის თანამშრომელი
მიმართულება: ტექნიკური მომსახურების ლოჯისტიკა და დაგეგმვა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური დეტალების მოძიება და დაზუსტება (მასალები, მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები)
** ტექნიკოსების სამუშაო გრაფიკის შედგენა, კოორდინაცია და კონტროლი
** ტექნიკური დავალებების დაგეგმვა და მონიტორინგი
** შემოსული კორესპონდენციის (ელფოსტა, ზარები, შეტყობინებები) მიღება, დამუშავება და გადანაწილება
** სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ვადების კონტროლი
** ტექნიკურ და ადმინისტრაციულ გუნდთან ყოველდღიური კომუნიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);

პროფესიული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები: ორშაბათი- პარასკევი, 10:00-18:00, დასვენების დღე: შაბათ-კვირა.
ხელფასი: 1500 ლარი
მდებარეობა: თბილისი.

კონტაქტი გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@skygroup.ge subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ან დამიკავშირდით ნომერზე: 577 557 537.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე