Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნიტე
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
შპს "ნიტე" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო განრიგი: კვირაში არა უმეტეს 40 საათისა
პოზიცია/სფერო: უძრავი ქონების გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი

სამუშაოს აღწერილობა:

** დამსაქმებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და სხვა ფასიანი მომსახურების გასხვისებაში (გაყიდვაში) ჩართული დასაქმებულების ხელმძღვანელობა, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად:
** გაყიდვების სტრატეგიის შექმნა და დანერგვა
** ბიუჯეტისა და გაყიდვების მოცულობების განსაზღვრა
** მონაცემების CRM სისტემის მართვა,
** ობიექტზე ან მის გარეთ პოტენციურ მყიდველებთან, ასევე შუამავლებთან, შეხვედრების ორგანიზება
** გაყიდვების მიმართულებით დასაქმებულთა გუნდის მართვა
** სარეკლამო (ვიდეო რგოლი) და მარკეტინგულ აქტივობების დაგეგმვა/ორგანიზება
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და პერიოდული ანგარიშების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (B2C ან B2B);
** საოფისე პროგრამების (CRM, Excel, Email) ცოდნა;
** უცხო ენების (ინგლისური - აუცილებელია კარგად ცოდნა ! რუსული - სასურველია) ცოდნა;

ანაზღაურება: ფიქსირებული 2 500 ლარი თვეში და პლუს ბონუსი (გაყიდული უძრავი ქონების ღირებულებიდან)
განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად: developmentnite@gmail.com (ელ. ფოსტის თავსართში აუცილებლად მიუთითოთ: "კონკურსი" ან "მენეჯერი")

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ფოტო ასლი; С/V (ავტობიოგრაფია).

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 16 იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთი.

გადაწყვეტილების მიღების წესი: წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კონკურსანტ (ებ)ს თავად დავუკავშირდებით, მითითებული (წარმოდგენილი) საკომუნიკაციო არხების საშუალებით.

კონტაქტი: ელ. ფოსტა: developmentnite@gmail.com

მობ: 568 161111; 568 201111
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე