|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
პარკ თრეიდინგი
|
|
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 17 იანვარი
|
საქართველოს ბაზარზე არსებული სადისტრიბუციო კომპანია შპს "პარკ თრეიდინგი", აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
კომპანიას ბაზარზე გააქვს წყალი და ალკოჰოლური სასმელები. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციას. ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ თანამშრომელს ამ სფეროში.
ძირითადი მოვალეობები:
** ეფექტურად მართოს გაყიდვების სრული პროცესი;
** მომხმარებლის მოთხოვნებისა და საჭიროების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და კონტროლი;
** ხელმძღვანელის მიერ დასახული გეგმიური ამოცანების განხორციელება;
** ყოველთვიური სავალდებულო გაყიდვების გეგმების შესრულება შეთანხმებული საბონუსე სქემის შესაბამისად;
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი (ნავაჭრის 2 %)
აუცილებელი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** მაღალი კომუნიკაციის უნარი, შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: tamarugulava123@gmail.com ან დაგვირეკეთ ნომერზე: 577 21 77 27 და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|