Робота для біженців з України
მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: კლიონ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
ჩვენი პრემიუმ ხარისხის ხორცისა და თევზის დელიკატესების მაღაზიისთვის ვაცხადებთ ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა (კონსულტანტი, მოლარე, მუშა, დამლაგებელი);
** სავაჭრო დარბაზში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
** საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
** დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
** სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** 1C-ში მუშაობის გამოცდილება

უნარები:

** მართვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი ხელფასი;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: Kordzakhya.k@kliongroup.com. ელ-ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე