Робота для біженців з України
მზარეული, მზარეულის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული, მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: კლიონ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
პრემიუმ ხარისხის ხორცისა და თევზის დელიკატესების მაღაზიისთვის ვაცხადებთ ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ალ.ყაზბეგის გამზ. #44
სამუშაო განაკვეთი: სრული

ჩვენ ვეძებთ:

** მზარეულს
** მზარეულის დამხმარეს

რას გააკეთებთ:

** ისეთი კერძების მომზადება, რომლებიც ჩვენს სტუმრებს ისევ და ისევ დააბრუნებს ჩვენთან.
** ხარისხისა და სისუფთავის მაღალი სტანდარტების შენარჩუნება.
** ახალი ტექნიკისა და რეცეპტების შესწავლა.
** პროდუქტის ხარისხისა და ვარგისიანობის ვადების მონიტორინგი.

რას ველით თქვენგან:

** სამზარეულოში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენ მზად ვართ შეგასწავლოთ.
** თქვენი საქმისადმი გატაცება.
** სიზუსტე და დეტალებისადმი ყურადღება.
** სწრაფი ტემპით მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი ხელფასი.
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობები.
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
** მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: Kordzakhya.k@kliongroup.com. ელ-ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე