Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების/ შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების/ შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: RS Line
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
კომპანია "RS Line" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
2. საერთაშორისო შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერი

კომპანიის საქმიანობაა:

** რითეილ და საბანკო ტექნოლოგიების, ასევე კომერციული ინვენტარის და დანდგარების იმპორტი და რეალიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით.
** კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
** ომპანიაში დაგხვდებათ ინოვაციური, მეგობრული და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობა;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 8ა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; ორშ-პარ 10:00-19:00;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ვაკანსია : კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

თანამდებობის ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა, პროდუქტების შეთავაზება;
** პრეზენტაციების და შეთავაზებების სხვადასხვა ფორმით ორგანიზება და განხორციელება;
** გაყიდვის შემდგომი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების წარმართვა.
** ახალი პროდუქტების შესწავლა და მოძიება
** პროდუქტების ტექნიკური მონაცემების და მახასიათებლების შესწავლა.
** ტენდერების და სხვადასხვა პროექტების გარჩევა და დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
** სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითობა;
** პრეზენტაბელურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დარწმუნების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.

ვაკანსია: საერთაშორისო შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი მომწოდებლების მოძიება, ბრენდის პოტენციალის განსაზღვრა, ასორტიმენტის შერჩევა, მომწოდებელთან მოლაპარაკების წარმოება პირობებთან დაკავშირებით;
** არსებულ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება;
** მომწოდებლებთან ინტენსიური კომუნიკაციის წარმოება, მათი ფასების და მოწოდების პირობების გაუმჯობესების მიზნით.
** პროდუქტების ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი, საუკეთესო ფასის მისაღებად;
** ნაშთების კონტროლი და შესყიდვების პროპორციული დაგეგმვა. მინიმალური და მაქსიმალური ნაშთების განახლების უზრუნველყოფა
** შემოსული მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება.
** შესყიდვების პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი თანმხლები დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების და ინვოისების კონტროლი;
** საზღვარგარეთ მოგზაურობა საერთაშორისო გამოფენებზე დასასწრებად, პოტენციური პარტნიორების მოძიება და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება მათთან;
** სერვისის დეპარტამენტთან მუდმივი კომუნიკაცია და არსებული პრობლემების ერთობლივად მოგვარება;
** მომწოდებლებისგან მიღებული წუნდებული პროდუქციის პრობლემებზე ოპერატიული რეაგირება
** სატრანსპორტო კომპანიების ბაზის ფორმირება, მათი მომსახურების ვადებისა და ფასების მუდმივი კონტროლი/ შედარება ოპტიმალური შემოთავაზებების მისაღწევად;
** ტვირთის გადაზიდვისთვის საჭირო დოკუმენტების, სისწორის და სისრულის კონტროლი;
** საბაჟო კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური,
** სასურველია არა აუცილებელი თურქული და რუსული ენების ცოდნა,
** სასურველია გამოცდილება საერთაშორისო ლოჯისტიკის და შესყიდვების სფეროში.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე HR@rsline.ge ; rsline.hr2@gmail.com ; გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე