Робота для біженців з України
სამშენებლო ობიექტის სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო ობიექტის სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის სამუშაოთა მწარმოებელის თანამდებობაზე.

გრაფიკი: სრული (სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00- დან 19:00- მდე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** ობიექტზე მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციის და აქტების წარმოება ;
** პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა/შესრულება;
** შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა/წაკითხვა;
** სამშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება და რეპორტინგი;
** მუშა მომსახურების მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების მოთხოვნების უწყისების შედგენა და ხელმძღვანელ პირთან წარდგენა ;
** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა;
** ტექნიკური თვალსაზრისით პროექტების რისკების მართვა ;
** სამშენებლო ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა;
** ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი და ამ ხარჯვითი ნაწილის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და ზოგადად, დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.
** სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** სამშენებლო ობიექტის მართვის ცოდნა და უნარი;
** სამშენებლო დოკუმენტაციის ანალიზის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით ;
** სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება, მეოთხე კლასის კორპუსების მშენებლობაზე მუშაობის გამოცდილებას);
** პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Microsoft Suit, Archicad, Autocad);
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური; რუსული);

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
** ლოგიკურ - ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;

ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგზავნოთ: mcomp.hr@outlook.com სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი". აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე