|
დასახელება:
წამყვანი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
თელმიკო
|
|
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 16 იანვარი
|
შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილებაში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** წლიური, საშუალოვადიანი და კორექტირებული საინვესტიციო პროგრამების/ინვესტიციების ფორმირება და დაგეგმვა ბიზნეს-გეგმის ფარგლებში;
** პროექტების ბიუჯეტების ფორმირება და დაგეგმვა საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად;
** კვარტალური და წლიური ანგარიშების (გეგმა-ფაქტი) მომზადება საინვესტიციო პროგრამასთან/ინვესტიციებთან დაკავშირებით ბიზნეს-გეგმის ფარგლებში;
** დოკუმენტების პაკეტის მომზადება (მოხსენებითი ბარათი, ტექნიკურ-კომერციული წინადადება), კაპიტალდაბანდების სახით საინვესტიციო პროექტის კონსოლიდაცია საზოგადოების საინვესტიციო პროგრამაში;
** საინვესტიციო საქმიანობის ფარგლებში შესყიდვების წლიური პროგრამის ფორმირება და დაგეგმვა. შესყიდვების პროცედურების ჩატარების ინიცირების უზრუნველყოფა, შესაბამისი ბრძანებებისა და განაცხადების მომზადება;
** დამატებითი გადახდის მოთხოვნების ასახვა 1C სისტემაში კაპიტალური დაბანდებების ნაწილში;
** საჭიროებისამებრ სხვადასხვა ანგარიშების მომზადება;
** ინვესტიციებთან დაკავშირებით შიდა ნორმატიული დოკუმენტის შემუშავება და დანერგვა;
** განყოფილების სპეციალისტების მოვალეობის შესრულება მათი არყოფნის დროს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება (ტექნიკური /ეკონომიკური პროფილი)
** სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი შესაბამისი მიმართულებით
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** რუსული ენა (არანაკლებ B2 დონე), ინგლისური ენა (არანაკლებ B2 დონე)
** 1C ERP ან სხვა სხვა ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პირადი თვისებები და უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება
** ორგანიზებულობა და დროის მართვა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაციის უნარი
მსურველებმა პირადი ინფორმაცია (CV/რეზიუმე) უნდა გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@telmico.ge.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "წამყვანი სპეციალისტი".
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 16.01.2026 წ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით აცხადებთ თანხმობას, შპს "თელმიკომ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ვაკანტურ თანამდებობაზე არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დასაქმების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება გაგრძელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკადრო საქმისწარმოების ფარგლებში.
ვაკანსიასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, კომპანია წაშლის თქვენს პერსონალურ მონაცემებს და შეწყვეტს მათ შემდგომ დამუშავებას.
დამატებით გაცნობებთ, რომ მონაცემთა სუბიექტის სტატუსით გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაიწვიოთ გაცემული თანხმობა, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, გასწორება და/ან განადგურება.
ამისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: hr@telmico.ge.
|
|
|
|