|
დასახელება:
სამუშაოთა მწარმოებელი
|
| მომწოდებელი:
Tempo Holding
|
|
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 30 დეკემბერი
|
"Tempo Holding" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე ბათუმში.
ჩვენს შესახებ:
"Tempo Holding" - სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლობიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიურად სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამშენებლო ობიექტზე
** დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი;
** მშენებლობის პროცესების უწყვეტი მიმდინარეობის დაგეგმვა და კონტროლი;
** ყოველდღიურად საჭირო მასალების მოთხოვნის გეგმის შემუშავება და დროული მომარაგების მონიტორინგი;
** საპროექტო დოკუმენტაციის წარმოება, საჭირო დეპარტამენტებთან გაზიარება და შენახვა კომპანიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და წესებით.
** საპროექტო დოკუმენტაციის წარმოება და არქივირება კომპანიის მიერ
განსაზღვრული ფორმითა და წესებით.
** მასალებისა და აღჭურვილობის მართებული მოხმარების უზრუნველყოფა, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ნარჩენები და გაზარდოთ პროდუქტიულობა;
** მშენებლობის პროცესში წამოჭრილი პრობლემებისა და შეფერხებების აღმოფხვრა პროექტის მენეჯერთან, არქიტექტორთან, ინჟინრებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობით;
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
** ტექნიკური სამშენებლო პროცესების ცოდნა;
** დისციპლინა, კომუნიკაცია და პასუხისმგებლობა.
განაცხადის წარდგენა:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე hr@tempoholding.ge, ხოლო საგნის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სამუშაოთა მწარმოებელი
განაცხადების მიღება დასრულდება: 30 დეკემბერი 2025
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელ. ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები ინახება კომპანიაში არა უმეტეს 6 თვისა. ამასთან, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილული იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზეც.
"ტემპო ჰოლდინგი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|