|
დასახელება:
ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბაზისბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
|
ს.ს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
მოვალეობები:
** დოკუმენტების მომზადება ინვესტორებისთვის (ბანკის კვარტალური პრეზენტაციები, კვარტალური რეპორტები, ბროშურები, პრეს რელიზები და სხვა დოკუმენტები);
** ინვესტორებთან რეგულარული კომუნიკაცია, რეპორტინგი, სიახლეების და პრეს-რელიზების გაზიარება;
** კოორდინაციის გაწევა ბანკის წლიური და ნახევარწლიური ანგარიშისთვის, ინფორმაციის შეგროვება, წლიური და ნახევარწლიური ანგარიშების მომზადება;
** რეგულარულად განახლება ბანკის ინვესტორების გვერდის შინაარსისა და მისი მართვა;
** უშუალო და ზემდგომი უფროსების მიერ განსაზღვრული სხვა რეპორტების/ პრეზენტაციების მომზადება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით);
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება: რეპორტინგის, ინვესტორებთან ურთიერთობის ან კაპიტალის ბაზრების მიმართულებით (საბანკო ან შესაბამის საფინანსო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** Microsoft Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
უნარები:
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრეზენტაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|