Робота для біженців з України
სამეურნეო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა:

სამეურნეო მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის ობიექტებზე არსებული ტექნიკური და სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართ­ულ ფუნქციონირებაზე, ტექნიკური პრობლემების დროულ აღმოჩენასა და აღმოფხვრაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური ან პროფესიული განათლება/ ან შესაბამის სფეროში მიღებული საკვალიფიკაციო სერტიფიკატი (ები) შესაბამისი ცოდნით.
** სასურველია 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში (ელექტრობა, სანტექნიკა, ტექნიკური მომსახურება და სხვა);
** ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკისა და ეფექტური გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი ორიენტაციისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრო სისტემების დაზიანებების გამოვლენა, აღდგენა და ელექტრომონტაჟი;
** კონდიციონერების, გენერატორების და სხვა ტექნიკური მოწყობილობების მონტაჟი, ექსპლუატაცია და შეკეთება;
** სანტექნიკური სისტემების დიაგნოსტიკა, აღდგენა და სანტექნიკური წერტილების მონტაჟი;
** ავეჯის დაშლა, აწყობა, შეკეთება და მონტაჟი;
** კარ-ფანჯრების შეკეთება და ტექნიკური გამართვა;
** გენერატორებისა და სხვა საკვანძო ტექნიკური მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება;
** კომპანიის ობიექტებზე არსებული ელექტრო, სანტექნიკური, გათბობა-გაგრილების დანადგარების მოვლა, ექსპლუატაცია და შეკეთება;
** დაკისრებული მატერიალური ფასეულობების კონტროლი, აღრიცხვა და ჩამოწერის პროცესში მონაწილეობა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 12.01.2026 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 577 362308

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/eHzJIGPJnH.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე