Робота для біженців з України
საწარმოს ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ვუდი ლუქსი
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
პრემიუმ ხარისხის ავეჯის საწარმო "ვუდი ლუქსი" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს ხელმძღვანელის პოზიციაზე. ვეძებთ ძლიერი მენეჯერული უნარების მქონე ლიდერს, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს უწყვეტ, ხარისხიან და ეფექტურ მუშაობას.

პასუხისმგებლობები:

** საწარმოს ყოველდღიური ოპერატიული პროცესების მართვა.
** წარმოების გეგმის დაგეგმვა, პროცესების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია.
** ხარისხის კონტროლი ყველა ეტაპზე — მასალებიდან საბოლოო პროდუქტამდე.
** გუნდის ხელმძღვანელობა, ამოცანების განაწილება და შესრულების კონტროლი.
** ტექნიკური და ლოჯისტიკური საკითხების კოორდინაცია.
** უსაფრთხოების სტანდარტებისა და შიდა წესების დაცვა.
** ინვენტარიზაციის, მასალების სტოკის, ხარჯების კონტროლი და ბუღალტერთან სწორი ინფორმაციის მიწოდება
** თანამშრომლებთან და ადმინისტრაციას შორის პირდაპირი კომუნიკაცია.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ავეჯის წარმოების ან მსგავს ინდუსტრიაში მენეჯერულ პოზიციაზე.
** ავეჯის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების ღრმა ცოდნა.
** ლიდერობის, დაგეგმვის, კონტროლისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის და პარალელურად რამდენიმე პროცესის მართვის უნარი.
** წესრიგის, პასუხისმგებლობისა და დეტალებზე ორიენტირებულობის მაღალი დონე.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

** სრული განაკვეთი - 40 საათი კვირაში
** ანაზღაურება: 2000 ლარი (+ ბონუსი)
** გამოცდილებისა და შედეგების მიხედვით — ხელფასი + ბონუსური სისტემა.
** მდებარეობა: გორი, შინდისის გზატკეცილი (კვირაში 2-3 დღე)
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV მითითებულ ელფოსტაზე: socmediawoodyluxe@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე