Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: კონტეინერი
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
აუთლეტ-ჰიპერმარკეტი "კონტეინერი/Container" 2019 წლიდან წარმოადგენს უნიკალურ ბრენდს, რომლის სავაჭრო სივრცეში ხელმისაწვდომია მაღალი ხარისხის აუთლეტ პროდუქცია, შემდეგი მიმართულებით: ავეჯი, ტექსტილი, ეზოსა და სახლის აქსესუარები, საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები და თავის მოვლის საშუალებები.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, ვინც ყურადღებით შეურჩევს მომხმარებლებს პროდუქციას და მოუმზადებს ტრანსპორტირებისთვის.

ლოკაცია: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის #36
გრაფიკი: 10:00-18:00/14:00-22:00 (1 საათი შესვენება) (დასვენება 2 დღე)
საშუალო ანაზღაურება: 1000 + ბონუსი
ბენეფიტები: კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
აუცილებელი მოთხოვნა: უცხო ენა სასაუბრო დონეზე;

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, საჭიროების დადგენა;
** მაღაზიაში წესრიგის, რაოდენობების და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის მომზადება ტრანსპორტირებისთვის;
** აღწერებში მონაწილეობა;

თუ გსურთ შემოუერთდეთ გაყიდვების სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - hr@doki.ge და subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე