|
დასახელება:
კონტენტ კრეატორი
|
| მომწოდებელი:
აგროფუდ მარკეტი
|
|
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 15 იანვარი
|
კომპანია "აგროფუდი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაო გრაფიკი და პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-19:00 სთ
** სამუშაო ადგილი: ბათუმი
** ანაზღაურება: 1000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** ვიდეოკონტენტის თემების დაგეგმვა და კონტენტ კალენდრის შედგენა ბრენდის სტრატეგიის შესაბამისად;
** მარკეტინგის მენეჯერთან შეთანხმებული კონტენტის გადაღება;
** ვიდეოკონტენტში პერსონალური ჩართულობა და კადრში გამოჩენა;
** კამერის წინ გამართული მეტყველება და თავდაჯერებული წარდგენა;
** ვიზუალური მასალის ხარისხისა და ბრენდ სტანდარტების დაცვა;
** სოციალური მედიის საშუალებით მომხმარებლებისგან შემოსული შეტყობინებების მონიტორინგი და პასუხის გაცემა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება;
** კამერის წინ მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური მედიის პლატფორმების სპეციფიკის ცოდნა (ფორმატები, ტენდენციები, ალგორითმები)
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ორგანიზებულობა;
** კრეატიული აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** გამართულად წერის და მეტყველების უნარი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე hragrofoodmarket@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
რეზიუმეს ან/და პირადი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს ან/და პირადი მონაცემების გამოგზავნიდან არაუმეტეს 3 (თვის განმავლობაში.
მონაცემების შენახვის მიზანია, რომ დამსაქმებელმა განიხილოს თქვენი კანდიდატურა როგორც მიმდინარე ვაკანსიაზე, ასევე მომავალში გამოქვეყნებულ პოზიციებზე და შეგეხმიანოთ შესაბამის შემთხვევაში.
|
|
|
|