Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=685424&print=yes&view=jobs
 
მთავარი ქიმიკოსი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ქიმიკოსი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ქიმიკოსის პოზიციაზე

მდებარეობა: კახეთი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქციები:

** ლაბორატორიაში არსებული აპარატურის შემოწმება;
** ქიმიური რეაქტივების დროული დამზადება;
** ღვინომასალებიის ქიმიური ანალიზის და მდგრადობის შემოწმება;
** ჩამოსხმული პროდუქციის ქიმიური ანალიზის და მდგრადობის კონტროლი;
** საშამპანიურე ღვინომასალების ქიმიური ანალიზის კონტროლი ტექნოლოგიური პროცესის ყველა ეტაპზე;
** ჩამოსახმელი ცქრიალა და შუშხუნა ღვინოების ქიმიური კონტროლი;
** ბრენდისა და აჭის ჩამსპხმა და ქიმიური ანალიზები;
** ლაბორატორიის მუშაობის ორგანიზება და ხარისხის კონტროლის სისტემის მართვა;
** ტექნოლოგიური პროცესების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებების შეთავაზება;
** ნედლეულის, მასალებისა და მზა პროდუქტის ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების მიხედვით;
** დოკუმენტაციის წარმოება (ანალიზების ანგარიშები, ოქმები, HACCP/ISO შესაბამისობა და სხვა);
** ლაბორატორიული ინვენტარის, რეაქტივებისა და მოწყობილობების მართვა;
** თანამშრომლობა ტექნოლოგიურ და წარმოების გუნდებთან;
** ინოვაციური მეთოდების დანერგვა პროდუქტის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ქიმია, კვების ქიმია, მეღვინეობა ან შესაბამისი მიმართულება;
** მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლაბორატორიაში (სასურველია ღვინის წარმოებაში);
** თანამედროვე ანალიზური აპარატურის ცოდნა (სპექტროსკოპია, ტიტრაცია, ქრომატოგრაფია და სხვა);
** მეღვინეობის სპეციალიზებული ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა სასურველია (ინგლისური/რუსული);
** ახალი მეთოდოლოგიების დანერგვის გამოცდილება.

სასურველი უნარები:

** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, ლაბორატორიული პროგრამები);
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მთავარი ქიმიკოსი.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია