Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=685405&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის და ციფრული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის და ციფრული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი. 

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" ეძებს მარკეტინგისა და ციფრული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს.

პოზიციის ძირითადი მიზანია:

მარკეტინგის, პროდუქტების განვითარებისა და ციფრული გაყიდვების მიმართულებების სტრატეგიული მართვა. კომპანიის პროდუქტების განვითარება, ონლაინ გაყიდვების მაქსიმიზაცია, ბრენდის ციფრულ პლატფორმებზე წარმატებული პოზიციონირება და მომხმარებლის ციფრული გამოცდილების (UX/CX) ინოვაციური გაუმჯობესება - გაყიდვების მოცულობის გაზრდის მიზნით

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

სტრატეგიული ლიდერობა და მართვა

** დეპარტამენტის სრული მართვა: მარკეტინგის, პროდუქტების განვითარებისა და ციფრული გაყიდვების ეფექტური ხელმძღვანელობა, მოტივირება და რესურსების ოპტიმალური განაწილება.
** ინტეგრირებული სტრატეგიის შემუშავება: გრძელვადიანი ციფრული მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ონლაინ სადაზღვევო პროდუქტების შეღწევადობის ზრდას.
** KPI და ROI: დეპარტამენტის ყველა ძირითადი მაჩვენებლის (KPI) განსაზღვრა, შესრულების მონიტორინგი და რეგულარული რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან. მარკეტინგის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა მაქსიმალური ინვესტიციის დაბრუნების (ROI) მისაღწევად.
** კროს-ფუნქციური კოორდინაცია: მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვების, ანდერაიტინგის, IT, კლიენტთა მომსახურების და სხვა დეპარტამენტებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროდუქტის განვითარების, მარკეტინგისა და გაყიდვების ციკლის თანმიმდევრულობა და სინქრონიზაცია.

პროდუქტების განვითარება და ინოვაცია

** პროდუქტის სტრატეგიის ლიდერობა: ბაზრისა და მომხმარებლის საჭიროებების უწყვეტი კვლევა (მათ შორის, ციფრული ანალიტიკის გამოყენებით) და ახალი, ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტების იდეების გენერირება და სტრატეგიული დამტკიცება.
** სადაზღვევო პროდუქტების - "SWOT" ანალიზების პერიოდული გაკეთება და კონკურენტუნარიანობის შეფასება
** ციფრული პროდუქტები: ონლაინ გაყიდვებისთვის ოპტიმიზებული პროდუქტების შემუშავებისა და გაშვების პროცესის მართვა, ანდერაიტინგის მოთხოვნებისა და მარკეტინგული მიმზიდველობის გათვალისწინებით.
** UX/CX გაუმჯობესება: პასუხისმგებლობა მომხმარებლის ციფრულ გამოცდილებაზე (ვებგვერდი, აპლიკაცია, ონლაინ პორტალები), რათა დაზღვევის შეძენის, მართვისა და მოთხოვნის პროცესი იყოს მაქსიმალურად მარტივი და ეფექტური.

ციფრული მარკეტინგი და გაყიდვების ოპერაციები

** კამპანიების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია: სრული მარკეტინგული კამპანიების მართვა ძირითად ციფრულ არხებზე: SEO/SEM (Google Ads), SMM (Meta Ads), კონტენტ მარკეტინგი და Email Marketing.
** კონვერსიის ოპტიმიზაცია (CRO): ვებგვერდის მუდმივი ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება მართვა, მაქსიმალური Lead Generation-ისა და ონლაინ გაყიდვების მისაღწევად.
** ბრენდ პოზიციონირება: კომპანიის ნდობის ფაქტორის ზრდა სადაზღვევო სექტორში, მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო და საიმიჯო კონტენტ სტრატეგიის მეშვეობით.

ანალიტიკა და ბაზრის ტრენდები

** მონაცემთა ანალიზი: ციფრული გაყიდვებისა და მარკეტინგის ყველა მეტრიკის (ტრაფიკი, კონვერსია, CAC, LTV) მუდმივი ანალიზი Google Analytics-ის გამოყენებით და შედეგების საფუძველზე სტრატეგიის კორექტირება.
** ინოვაციების დანერგვა: ციფრული ტექნოლოგიების უახლესი ტრენდების შესწავლა (მაგ. AI, Machine Learning) და მათი გამოყენების შესაძლებლობების შეფასება კლიენტთა მომსახურების პერსონალიზაციისა და პროცესების ავტომატიზაციისთვის.
** კონკურენტული ანალიზი: ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის ციფრული ტრენდების მუდმივი მონიტორინგი, ახალი შესაძლებლობების დროული იდენტიფიცირების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი კვალიფიკაცია

** განათლება: უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი).
** გამოცდილება: მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრულ მარკეტინგსა და გაყიდვებში, აქედან მინიმუმ 3 წელი ლიდერულ/ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
** ინდუსტრიის ცოდნა: დაზღვევის ან საბანკო/ფინანსური სექტორის ციფრული გაყიდვების გამოცდილება წარმოადგენს დიდ უპირატესობას.
** ტექნიკური ცოდნა: Google Analytics, Google Ads, Meta Ads მენეჯერულ დონეზე ცოდნა და CRM სისტემებთან მუშაობის მყარი გამოცდილება.

საჭირო უნარები:

** ძლიერი ლიდერობისა და სტრატეგიული ხედვის უნარი.
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი სამოქმედო გეგმების შესამუშავებლად.
** მაღალი დონის პროექტების მართვის და ცვლილებების ეფექტურად დანერგვის უნარი.
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია).
** დროის მართვისა და რამდენიმე მაღალი პრიორიტეტის ერთდროულად წარმართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@unison.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მარკეტინგისა და ციფრული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს"
გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი  ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია