Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=685390&print=yes&view=jobs
 
პროდუქტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის მენეჯერი
მომწოდებელი: ინტელკომ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
"ინტელკომ ჯგუფი", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.

პროდუქტის მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის პროდუქტის პორტფელის მართვაზე, მისი ამოცანაა ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მიმდინარე ტენდენციების მუდმივი ანალიზი, უზრუნველყოფს ასორტიმენტის მართვას და ფასდადებას. ზრუნავს ბრენდებისა და პროდუქტების განვითარებაზე - ადგენს მომხმარებელთა სეგმენტებს, აინიცირებს მარკეტინგულ კამპანიებს, მართავს მომწოდებლებთან ურთიერთობებს და აქტიურ მხარდაჭერას უწევს გაყიდვების გუნდს.

ქსელების მიმართულება მოიცავს:

** LAN/WAN ქსელები;
** კორპორატიული WiFi;
** ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელები.

ძირითადი მოვალეობები:

** ანალიტიკური საქმიანობა;
** პროდუქტების მართვა;
** პროდუქტების განვითარება;
** მომწოდებლებთან ურთიერთობების მართვა;
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ქსელების მიმართულებით, ქსელის ინჟინრის, PreSales ინჟინრის, პროდუქტის, კატეგორიის ან ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
** როუტერის და სვიჩის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** ქსელების მიმართულებით სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ხელფასი: კონკურენტული ანაზღაურება, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
** საახალწლო პრემიები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგები;
** მივლინებები ქვეყნის ფარგლებს გარეთ (მომწოდებლებთან შეხვედრები, გამოფენები, კონფერენციები და სხვადასხვა ღონისძიებები);
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "პროდუქტის მენეჯერი ქსელების მიმართულებით".

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია