Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=685377&print=yes&view=jobs
 
სტუმართმოყვარეობის ლიდერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტუმართმოყვარეობის ლიდერი
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
"მაკდონალდსი" მსოფლიოში უმსხვილესი კვების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველდღიურად 68 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება და საქართველოში 1999 წლის 5 თებერვლიდან ოპერირებს.

"მაკდონალდსი" კიდევ უფრო ვითარდება, ხსნის რესტორნებს, რაც გულისხმობს, რომ იზრდება კომპანია და იზრდება დასაქმების შესაძლებლობა.

მაკდონალდს საქართველო აცხადებს ვაკანსიას სტუმართმოყვარეობის ლიდერის პოზიციაზე თელავში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების კეთილგანწყობით დახვედრა;
** სტუმრების ნაკადის მართვა; სტუმრების დახმარება გააკეთონ შეკვეთა ჩვენს რესტორნებში განთავსებულ კიოსკებთან;
** სტუმრებისათვის კონსულტაციის გაწევა მენიუს შერჩევაში;
** სტუმრებისათვის ჩვენი ახალი პროდუქტებისა და აქციების პრეზენტირება;
** სტუმრებისათვის ინფორმაციის მიწოდება ჩვენი პროდუქტის ხარისხისა და მათი კვებითი ღირებულებების შესახებ;
** სტუმართა შეკითხვებსა და მიმართვებზე რეაგირება, პასუხი და მათი დახმარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში, კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პროდუქტის პრეზენტირების უნარი;

გთავაზობთ:

** 70% ფასდაკლება მაკდონალდსის პროდუქციაზე;
** შიდა გუნდური კონკურსები, ექსკურსია და სხვა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ანაზღაურება - 1400-2200 ლარი (გადასახადების ჩათვლით);
** ბონუსი: წელიწადში ორჯერ, შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის მიხედვით. მაღალი სამუშაო შეფასების დროს, თვიური ანაზღაურების 75%.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 საათი;
** ადგილმდებარეობა: ქ.თელავი, შოთა რუსთაველის გამზირი #6

თუ დაინტერესებული ხარ ჩვენი ვაკანსიით და გსურს შემოუერთდე მაკდონალდსის გუნდს, შეავსე ანკეტა შემდეგ მისამართზე: https://careers.mcdonalds.ge/ge/vacancy/6925b19db2b9cd345eb0084b
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია