Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=685311&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი პი პი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე "ნოსტე"-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.

კომპანია ნოსტე აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტულ და სტაბილური სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass და სხვა ბენეფიტები;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების ქსელის გაფართოება და გაყიდვების არხების განვითარება;
** ახალი სავაჭრო ობიექტებისა და პარტნიორი კომპანიების მოძიება;
** მოლაპარაკებების წარმართვა და კომერციული წინადადებების მომზადება;
** მარაგების კონტროლი;
** გაყიდვების ანალიზი და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** შეკვეთების მიღება, დამუშავება და განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** მართვის მოწმობა - B კატეგორია

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დამატებითი პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განრიგი: 09:30 საათიდან - 18:00 საათამდე (1 საათი შესვენება)
** ანაზღაურება (Net): 2000-2500 ლარი (ფიქსირებული + ბონუსი)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@gpp.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯი პი პი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით

კომპანია "Georgian Poultry Production" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია