Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=685307&print=yes&view=jobs
 
იმპორტ-ექსპორტის ლოგისტიკის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტ-ექსპორტის ლოგისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: წყალი მარგებელი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი კომპანია "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტ-ექსპორტის ლოგისტიკის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო გაყიდვების (ექსპორტის) მიმართულებით ფორმირებული შეკვეთების/მოთხოვნების და მის საფუძველზე განსაზღვრული წარმოების გრაფიკების მუდმივი კონტროლი;
** ექსპორტ-იმპორტის სრული ციკლის და საბაჟო ოპერაციების მონიტორინგი;
** სუბკონტრაქტორებთან მჭიდრო ურთიერთობა მთლიანი ტრანსპორტირების ციკლის განმავლობაში და ტვირთის სტატუსების კონტროლი და განახლება.
** საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვებისთვის, ოპტიმალურ დროში, სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, მიწოდების ვადებისა და ტვირთის გადაადგილების კონტროლი;
** საბაჟო სპეციალისტთან კომუნიკაცია და გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების უზრუნველყოფა და სისრულეში მოყვანა განბაჟებისთვის.
** შესყიდვების განყოფილებისათვის სატრანსპორტო კომპანიებიდან მიღებული სტატუსების მიწოდება;
** საბაჟო პროცედურების და ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის მონიტორინგი;
** ყველა ტიპის ტრანსპორტისა და პროდუქტისთვის დატვირთვის სქემების შემუშავება და სტანდარტიზება შესაბამის პირებთან ერთად;
** განხორციელებული გადაზიდვების შესახებ რეპორტინგი;
** საბაჟო საწყობ ტერმინალთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია საბაჟო და იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან მუშოაბის გამოცდილება;
** სასურველია სატრანსპორტო და საბაჟო ოპერაციების ცოდნა
** სასურველია იმპორტ-ექსპორტის ხაზის და ტვირთის გადაზიდვის ეტაპების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office ცოდნა;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები

** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმართის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@nabeghlavi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია