Робота для біженців з України
HR სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: SOLVIT
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

კომპანია "სოლვითი" 2013 წლიდან აქტიურად საქმიანობს IT აუთსორს მომსახურების სფეროში. კომპანიას განხორციელებული აქვს, მრავალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი. კომპანიის წარმატება, ეფუძნება პროფესიულ ბიზნეს მიდგომას და შედეგებზე პასუხისმგებლობას.

ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს, ვთავაზობთ აქტიურ, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც მხარდაჭერა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ: https://solvit.ge/en/

კომპანია SOLVIT აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ:

** საინტერესო, მრავალფეროვანი და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სწავლება-განვითარების დაფინანსება/მხარდაჭერას;
** Fitpass-ის გამოყენების შესაძლებლობას;

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი 10:00- 18:00
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი, ნ.ბოხუას #4

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** HR პროცესების/პროცედურების/სტანდარტების დაცვა/შესრულება.
** თანამშრომლების Onboarding & offboarding პროცესის მართვა;
** ადმინისტრაციული სახის ბრძანებების, ცნობების გაფორმება; შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმება და მათი რეესტრი;
** SELFHR- პროგრამაში მუშაობა; შვებულებების, მივლინებების, კონტროლი. RS-ზე ახალი თანამშრომლის დამატება. პროგრამულად ყოველთვიური ტაბელის დაგენერირება/გადაგზავნა.
** კანდიდატის სელექციის პროცესში აქტიური ჩართულობა. ვაკანსიის განთავსება, გადარჩევა და პერველადი შეხვედრებს ჩანიშვნა.
** თანამშრომლებს შორის გუნდურობის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სახის ღონისძიებების განხორციელებაში ჩართულობა, კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში ჩართულობა, Team Building კონცეპციის შემუშავებაში, გასვლითი-გასართობი ღონისძიების დაგეგმვაში აქტიური თანამონაწილეობა.

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** სასურველია ბაკალავრი, ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია 1 წლამდე გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook)
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე)

უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვის და მართვის უნარი.
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად და პროაქტულად მუშაობის უნარი;
** დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@solvit.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება : "HR სპეციალისტი"
გისურვებთ წარმატებას და გელით ჩვენს გუნდში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე