|
დასახელება:
სპეციალისტი - ახალი მიერთებების საპროექტო სამსახური
|
| მომწოდებელი:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
|
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, ახალი მიერთებების საპროექტო სამსახური - სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მედე (მზია) ჯუღელის #10
გრაფიკი სრული: ორშაბათი-პარასკევი / 09:00 - 18:00
ძირითადი მოვალეობები:
** ნახაზების და პროექტების მომზადება ადგილობრივი კანონმდებლობის და კომპანიის შიდა სტანდარტების შესაბამისად.
** დეტალური ნახაზების შესრულება პროექტის სპეციფიკაციების გათვალისწინებით;
** წყალმომარაგება-წყალარინების ქსელების ტექნიკური პროექტების შემუშავების პროცესში ჩართულობა;
** პროექტების მომზადება ტექნიკური დავალებისა და პირობების გათვალისწინებით;
** ადგილზე მოკვლევითი სამუშაოებში ჩართულობა;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** ბაკალავრის ხარისხი/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სამშენებლო მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** AutoCAD-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** Ms Office საშუალო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge და გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|