Робота для біженців з України
Key Account მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Key Account მენეჯერი
მომწოდებელი: Develor
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
DEVELOR — საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია მსოფლიოს 20+ ქვეყანაში ეხმარება ორგანიზაციებს გუნდების განვითარებაში ტრენინგების, კონსალტინგის და ტრანსფორმაციული პროექტების მეშვეობით.

ამჟამად ვეძებთ Key Account Manager-ს, რომელიც გააძლიერებს გაყიდვების გუნდს საქართველოს ოფისში.
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ააგოს გრძელვადიანი ურთიერთობები კორპორატიულ კლიენტებთან, დაეხმაროს მათ შესაბამისი პროდუქტის შერჩევაში და მართოს პროექტები იდეიდან - რეალიზაციამდე.

ძირითადი ამოცანები:

** ახალი კლიენტების მოზიდვა და განვითარება
** შეხვედრების, პრეზენტაციების და მოლაპარაკებების წარმოება
** შეთავაზებების მომზადება და პროექტების მართვა
** ტრენერებთან, კონსულტანტებთან და დირექტორთან კოორდინაცია
** CRM სისტემაში მონაცემების რეგულარული განახლება
** კლიენტის საჭიროებების ანალიზი და გადაწყვეტილებების შეთავაზება

თუ გაქვს:

** გამოცდილება B2B გაყიდვებში ან კონსულტირებაში (HR/L&D სფერო ჩაითვლება უპირატესად)
** ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების უნარები
** თვითორგანიზების მაღალი დონე, ანალიტიკური მიდგომა, პასუხისმგებლობის გრძნობა და პროაქტიულობა
** ფლობ ინგლისური ენას - მინიმუმ Upper-Intermediate
** მზადყოფნა მივლინებებისთვის

ჩვენ გთავაზობთ:

** საერთაშორისო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას და მონაწილეობას ახალი პროექტების განვითარებაში
** ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი
** პროფესიულ ტრენინგებს და სერტიფიცირებას
** ჰიბრიდულ სამუშაო ფორმატს
** ანაზღაურებად 24 დღიან შვებულებას
** პროფესიულ ტრენინგებს და სერტიფიცირებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ჯანსაღ კორპორაციულ გარემოს და პროფესიულ/პიროვნულ განვითარებას

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ან LinkedIn პროფილის ბმული სათაურით "KAM - Develor საქართველო" ან ელფოსტაზე: info.georgia@develor.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე