Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=684125&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: საერთაშორისო გადაზიდვები
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
შპს "საერთაშორისო გადაზიდვები" ეძებს გაყიდვების მენეჯერს!

ჩვენი კომპანია ეძებს მოტივირებულ, შედეგებზე ორიენტირებულ და გამოცდილ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი კლიენტების მოძიებაზე და გაყიდვების ზრდაზე.

პირობები:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 1500 ლარი
** მზარდი საბონუსე სისტემა: 5%-დან 10%-მდე
** განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
** მეგობრული და მოტივირებული გუნდი

მთავარი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** ახალი კლიენტების მოძიება და აქტიური მოლაპარაკებები
** არსებული კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების მართვა
** კომერციული შეთავაზებების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში 2+ წლიანი გამოცდილება (სასურველია B2B/B2C)
** მოლაპარაკებების ძლიერი უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციის უნარები
** შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office, CRM) ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:: tinatin@intership.ge lekso@intership.ge

სათაურში მიუთითეთ სასურველი პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია