Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=681707&print=yes&view=jobs
 
ავეჯის ამწყობი-მემონტაჟე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის ამწყობი-მემონტაჟე
მომწოდებელი: ფუტურიუმი
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
კომპანია "ფუტურიუმი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ამწყობი-მემონტაჟის პოზიციაზე.

"ფუტურიუმი" სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომლის მთავარ ღირებულებაა მომხმარებელზე მორგებული ხარისხიანი ავეჯის წარმოება. ჩვენ ვართ ორიენტირებული მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვაზე და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე.

დამატებით ჩვენს შესახებ იხილეთ www.futurium.ge, აგრეთვე თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებში www.facebook.com/futurium.furniture, www.instagram.com/futurium.furniture

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დასამზადებელი მასალების მიღება, შენახვა და დახარისხება შეკვეთების მიხედვით;
** აღრიცხვის ფურცლის შევსება;
** ავეჯის დამზადება, დეტალების დამუშავება/აწყობა;
** ავეჯის მონტაჟი, ტექნიკის ჩაშენება და სხვა თანმდევი სამუშაოების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავეჯის ხელოსნად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ემდეეფის და ლამინატის მასალებზე მუშაობის  გამოცდილება;
** აუცილებელია ზოგადად ავეჯის აწყობის სპეციფიკების ცოდნა;
** სასურველია (არა აუცილებელი) ავეჯის კონსტრუირების პროგრამის ცოდნა;
** ნახაზების გარჩევა და ათვისება;
** სასურველია ავტომანქანის მართვის მოწმობის ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე.

ჩვენ გთავაზობთ:

** გამოცდილების შესაბამის ანაზღაურებას;
** ტრენინგებისა და განვითარების პროგრამას;
** კარიერულ ზრდას და პროფესიულ განვითარებას.

კომპანია "ფუტურიუმის" გუნდი არის ორიენტირებული განვითარებაზე და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ენერგიული, მეგობრული პროფესიონალებისაგან. ჩვენი გუნდის მხარდაჭერით შეგიძლიათ თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება, სწრაფი პროფესიული და კარიერული ზრდა.

დაინტერესებული პირები გამოგვეხმაურეთ ელფოსტაზე: vacancy@futurium.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ "ავეჯის ამწყობი-მემონტაჟე".
ან დაგვირეკეთ ნომერზე: 551106644

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია