Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=681555&print=yes&view=jobs
 
ტენდერი საყოფაცხოვრებო ავეჯის შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი საყოფაცხოვრებო ავეჯის შესყიდვაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
თანდართული ფაილი: 681555_sos_tender_1673683.zip
ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია აცხადებს ტენდერს საყოფაცხოვრებო ავეჯის შესყიდვაზე.

ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს საყოფაცხოვრებო ავეჯის მომწოდებელ კომპანიებს ოჯახის გაძლიერების პროექტის ბენეფიციარებისათვის საყოფაცხოვრებო ავეჯის შეძენის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ კომპანიებს შესასყიდი პროდუქციის ჩამონათვალის ამსახველი დოკუმენტების ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (კომპანიის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);
** ხარჯთაღრიცხვა (ერთეულის ფასში გათვალისწინებული უნდა იქნას ტრანსპორტირების ხარჯები და დღგ) დალუქული კონვერტით;
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** ანალოგიური სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, რეკომენდაციები, ფოტომასალა);

გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გთხოვთ, განაცხადი წარმოადგინოთ ბეჭდით დალუქული კონვერტით. კონვერტში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხარჯთაღრიცხვის ელექტრონული ვერსია CD-ზე ჩაწერილი.

მომსახურების გაწევის ვადები: 2026 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით.
საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. ქუთაისი, 4600, ჰერმან გმაინერის #4, "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი",

თანხის გადახდის პირობები: ანგარიშსწორება მოხდება საქონლის მოწოდებისა და საფინანსო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "ავეჯი", ისე კომპანიის სახელწოდება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2025 წლის 25 ნოემბერი 13:00 სთ.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის ქ.#4

ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით.

ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე 9+დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია