|
დასახელება:
ადვოკატის თანაშემწე
|
| მომწოდებელი:
საადვოკატო ბიურო
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
საადვოკატო ბიურო აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსი
სამუშაო დრო: სრული
ვაკანსიის განთავსების ვადა: 14 დღე
ძირითადი მოვალეობები:
** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა/მონაწილეობის მიღება;
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია/მონაწილეობის მიღება;
** ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმისწარმოება/მონაწილეობის მიღება;
** გაფრთხილების წერილების მომზადება და გაგზავნა;
** სარჩელების/შესაგებლების/საჩივრების მომზადება; მათი სასამართლოში/მხარესთან გაგზავნის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება (საგარანტიო წერილების, ცნობების, განცხადებების, მორიგებების და ა.შ);
** კორპორატიული კლიენტების იურიდიული მომსახურება;
** უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან კომუნიკაცია;
** სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა უმაღლესი იურიდიული განათლება. (საბაკალავრო ხარისხი)
** სავალდებულოა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით იურისტად/ადვოკატად მუშაობის სულ მცირე 1 წლის პრაქტიკული გამოცდილება;
** სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
** სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი).
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** საჯარო რეესტრის, მერიის, ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო ან საერთო მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawyers@lexgeorgia.ge
და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|