|
დასახელება:
ბრენდის განვითარების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ველტი
|
|
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
|
კომპანია "ველტი" უზრუნველყოფს ხარისხიანი MEP მასალების იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში. კომპანია ველტი აცხადებს ვაკანსიას ბრენდის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** ძლიერი და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება ძირითად კლიენტებთან.
** კლიენტების საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი HVAC გადაწყვეტილებების შეთავაზება (VRV/VRF სისტემები, ჩილერები, AHU, FCU და სხვ.).
** კომერციულ და ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირის როლის შესრულება.
** გაყიდვების წლიური და კვარტალური მიზნების შესრულება.
** ახალი პროექტების მოძიება და განვითარება არსებული კლიენტების პორტფელში.
** ბრენდის პოპულარიზაცია საინჟინრო კომპანიებსა და კონსულტანტებში.
** ტექნიკურ-კომერციული წინადადებების მომზადება და პრეზენტაცია.
** ფასებზე მოლაპარაკება და კონტრაქტების დახურვა.
** დიზაინისა და საინჟინრო გუნდებთან კოორდინაცია.
** ტენდერების მონიტორინგი და კონტრაქტორებთან კომუნიკაცია.
** პროექტის მიმდინარეობის კონტროლი შეკვეთიდან მიტანისა და მომსახურების ეტაპამდე.
** ბაზრის ტენდენციების და კონკურენტების ანალიზი.
** CRM სისტემაში მონაცემების განახლება და ანგარიშგება.
მოთხოვნები:
** HVAC სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-5 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელი),
** გამოცდილება HVAC გაყიდვებსა ან საკვანძო ანგარიშების მართვაში.
** ცოდნა HVAC სისტემების შესახებ (VRV/VRF, ჩილერები, AHU, სავენტილაციო სისტემები, ავტომატიზაცია).
** მართვის მოწმობა და მზადყოფნა მივლინებებისთვის.
პროფესიული უნარები:
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები.
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office, CRM) ცოდნა.
სამუშაო გარემო:
მის: სტანისლასვკის 1
სამუშაო საათები: ორშ-პარ 10:00-19:00
ბონუსი KPI შეთანხმებული სისტემით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@welt.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|