Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=680955&print=yes&view=jobs
 
ფასს-ის წამყვანი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფასს-ის წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
სს "თელასი" აცხადებს გარე ვაკანსიას ეკონომიკისა და ფინანსების სამსახურის ფასს-ის და შიდა რისკების მართვის განყოფილების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები

** უმაღლესი ეკონომიკური/ფინანსური განათლების დიპლომი;
** შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები; (სასურველია); ACCA აუცილებელია;
** მუშაობის 1-3 წლის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, MS Excel, Power Point);
** სავალდებულოა ენების ცოდნა: რუსული, ინგლიური.
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
** ანაზღაურება 3949 ლარი (დარიცხული).

თანამდებობრივი მოვალეობები

** კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფასს-ის მიხედვით, გაგზავნა, მიღება და სამეთვალყურეო საბჭოზე დამტკიცება.
** კომპანიის ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება ფასს-ის და წარდგენა მითითებულ ვადებში;
** ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფასს-ის მარეგულირებელი ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო და გარე მომხმარებელთათვის;
** ფინანსური ინფორმაციის მომზადება კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებისათვის ფასს-ის მიხედვით;
** გარე აუდიტორებისათვის ფინანსური ინფორმაციის და ანგარიშგების მომზადბა ფასს-ის მიხედვით;
** ფასს-ისა და თანდართული შენიშვნების, აგრეთვე სს "ინტერ რაო" -ის სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, საზოგადოების სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება, სააღრიცხვო პოლიტიკის შეთანხმება გარე აუდიტორებთან ფასს-ის მიხედვით.
** გარე აუდიტორის მოთხოვნის შესაბამისად, საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია