Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=680378&print=yes&view=jobs
 
საუზმის მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საუზმის მიმტანი
მომწოდებელი: NoBo
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
"NoBo" - ახალი ბუტიკ სასტუმრო, რომელიც თბილისში, ისტორიულ ქუჩაზე, კოტე აფხაზის 27-ში მდებარეობს. 30 კომფორტული ნომერი, მაღალი სტანდარტები და დაუვიწყარი სერვისი - ეს არის ისტორიულ ძეგლში მდებარე ადგილი, სადაც ძველი თბილისი თანამედროვე კომფორტს ერწყმის. სასტუმრო "NoBo" გპირდებათ განუმეორებელ გამოცდილებას, როგორც სტუმრებისთვის, ასევე თანაგუნდელებისთვის.

სასტუმრო ეძებს გუნდის წევრს საუზმის მიმტანის პოზიციაზე

რას გპირდებით?

** ჯანსაღი, მეგობრული, კომფორტული სამუშაო გარემო, პირადი და პროფესიული ბალანსი, სადაც მოქნილი სამუშაო გრაფიკი, დასვენების დღეები და უპირატესობები გელოდებათ;
** მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტები და პროგრამული უზრუნველყოფა;
** კვალიფიკაციის გაუმჯობესება, ტრენინგები, სხვადასხვა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
** კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფა;
** შესაბამისი ანაზღაურება და მიზნობრივი ბონუსები;
** 6-საათიანი ცვლა, 07:00-დან 13:00-მდე;
** ანაზღაურება 900-1000 ლარი.

საჭირო უნარები/მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა (დამატებითი ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
** ქართულ ენაზე სრულყოფილი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და თავაზიანობა;
** შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭებათ ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** მენიუს კერძების/სასმელების შემადგენლობის ცოდნა და სტუმრებისათვის შეთავაზება;
** ადმინისტრატორებთან, სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია;
** მაგიდებისა და დახლების მოწესრიგება და სერვირება მიღებული სტანდარტის შესაბამისად;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალების შესრულება;
** კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "სასტუმრო NOBO"-ს პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტის მისამართზე vacancy@hotelnobo.ge სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვეკონტაქტეთ ნომერზე +995 505-05-22-55

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია