Робота для біженців з України
საცალო გაყიდვების მენეჯერი - Non-Life მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო გაყიდვების მენეჯერი - Non-Life მიმართულებით
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მიმართულებით: საცალო გაყიდვების მენეჯერი (Non-Life მიმართულებით) ქ. თბილისში.

"არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.

"არდი" - ცხოვრების ჯერია!

ლოკაცია: ზ. ანჯაფარიძის N28;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლის მოძიება/მოზიდვა;
** სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ფიზიკურ პირებზე;
** პერსონალური გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** ეფექტური გაყიდვების უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია Excel-თან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენა (B1-B2)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ელფოსტაზე: Career@ardi.ge, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე