|
დასახელება:
უფროსი მზარეული
|
| მომწოდებელი:
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
|
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა.
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე უფროსი მზარეულის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში.
ძირითადი მოთხოვნები:
** 3 (სამწლიანი) სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში, მათ შორის მმართველობით პოზიციებზე;
** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
** სამზარეულოს კალკულაციების შედგენის გამოცდილება და უნარები;
** სამზარეულოს ფუნქციონირების, კულინარიული პრაქტიკების, ქართული და ევროპული კერძების მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა;
** HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება;
** პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობიდან ხარისხიანი პროდუქციის მიღება;
** ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება, საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** კერძის მომზადების წესებისა და დადგენილი მენიუ-კალკულაციების მიხედვით კერძების მომზადება;
** კერძის დროულად და ხარისხიანად მომზადების კონტროლი;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე ყოველდღიურად საქმიანობის დელეგირება და მათი ჯეროვნად შესრულების კონტროლი;
** დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დისციპლინისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ყოველდღიური კონტროლი;
** დამტკიცებული ფორმების/ჟურნალების ზუსტი, კორექტული და დროული წარმოება;
** HACCP სტანდარტის დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის მენეჯმენტის მართვის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** მენეჯერული უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფას;
** სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს;
** ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში.
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი
ანაზღაურება: 102, 25 ლარიდან - 132, 32 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
პატივისცემით,
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"
|
|
|
|