|
დასახელება:
მარკეტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
|
კომპანია ეძებს მარკეტის მენეჯერს, რომელიც იმუშავებს უშუალოდ სავაჭრო ობიექტზე, რომელიც მდებარეობს ავტოგასამართი სადგური მიმდებარედ (ე.წ. დრაივი) და უზრუნველყოფს მაღაზიის პროცესების ეფექტურ მართვას, გაყიდვების ზრდას და გუნდის მაღალი სტანდარტით მუშაობას.
ლოკაცია: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის ოპერაციების სრულყოფილი მართვა (გაყიდვები, მარაგები, სერვისი, ჰიგიენა, ვიტრინები და ა.შ.), სამუშაო სტანდარტების კონტროლი;
** გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთა მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა;
** ფინანსური ოპერაციების კონტროლი (ინკასაცია, ნაღდი/უანგარო გადახდები);
** მარაგების მიწოდებისა და აღრიცხვით პროცესებთან მუშაობა;
** პრობლემური სიტუაციების მოგვარება ადგილზე;
** ანგარიშგება ოფისთან.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** გამოცდილება საცალო ვაჭრობაში/მარკეტის მენეჯერულ პოზიციაზე (სასურველია);
** ლიდერული უნარები და გუნდის მართვის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა;
** სწრაფი რეაგირების უნარი და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** კომპიუტერული ცოდნა საოფისე პროგრამების დონეზე (Excel, POS სისტემა და სხვა)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: info.viviollc@gmail.com
მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: "მარკეტის მენეჯერი"
|
|
|
|