|
დასახელება:
ეკონომიკური მკვლევარი
|
| მომწოდებელი:
ბაზისბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 ნოემბერი
|
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას ეკონომიკური მკვლევრის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ანალიტიკური რეპორტების და პრეზენტაციების მომზადება, ეკონომიკური პროგნოზების გაკეთება;
** საბანკო სექტორში მიმდინარე მოვლენების და ტენდენციების ანალიზი, პროგნოზების გაკეთება, შესაბამისი ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
** სექტორული კვლევების მომზადება ბანკის შესაბამის ბიზნეს მიმართულებებთან განხილვის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
** აუცილებელია ეკონომიკური და სექტორული კვლევების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საბანკო ფინანსების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** მონაცემთა დამუშავების და სტატისტიკური ანალიზის მეთოდების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|