|
დასახელება:
მომარაგების ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
რუსთავის აზოტი
|
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.
სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.
სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას მომარაგების ოფიცრის პოზიციაზე.
ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო
სახელფასო განაკვეთი: 1200 - 1700 ლარი (ხელზე ასაღები)
მოვალეობები:
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია ფასების, ვადებისა და მიწოდების პირობების შესათანხმებლად;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (შეკვეთები, ინვოისები, მიწოდების აქტები და სხვ.) მომზადება და მოწესრიგება;
** მონაცემების სწორად შეყვანა და განახლება 1C პროგრამაში,
** მხარდაჭერა ხელშეკრულებების ადმინისტრირებაში და შესაბამისი ფაილების არქივირება;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება შესყიდვების სტატუსზე და ანგარიშგება დეპარტამენტის ხელმძღვანელთან;
** მომარაგების პროცედურების დაცვა და შიდა პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან ლოჯისტიკის მიმართულებით;
** გამოცდილება მომარაგების ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Excel-ის ცოდნა და SAP-ის შესწავლის მზაობა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე)
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** კრიტიკულ სიტუაციებში დროული რეაგირების უნარი
** პასუხისმგებლობიანი
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი)
** ტრანსპორტირება
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: rustaviazot.hr@ge.indorama.com
გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|