|
დასახელება:
დაწესებულების დარაჯი
|
| მომწოდებელი:
სახელმწიფო ზრუნვ. და ტრეფიკინგ. მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - "სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო" აცხადებს კონკურსს: სტრუქტურული ერთეულის თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების დარაჯის პოზიციაზე.
სამუშაო ტიპი: ყოველ მე-4 დღეს, 24 სთ-იანი გრაფიკი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 825 ლარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმალური განათლება: საშუალო, სკოლა დამთავრებული.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სხვა უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
ფუნქციები:
** დაწესებულების უსაფრთხოების დაცვა 24 საათის განმავლობაში (მათ შორის, დაწესებულების ტერიტორიაზე პერიოდული შემოვლა);
** ბენფიციართა და თანამშრომელთა უსაფრთხოების დაცვა დაწესებულების ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის გამოძახების უზრუნველყოფა;
** პასუხისმგებელია სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე;
** დაწესებულების უფროსის თანხმობის გარეშე არ უნდა დაუშვას უცხო პირები დაწესებულების ტერიტორიაზე.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე samdivno-agency@moh.gov.ge
საკონტაქტო ტელ.ნომერი (+99532) 2 19 22 32
|
|
|
|