Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=679487&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: არტფარმა
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" დაარსდა 2014 წელს და საქართველოში წარმოადგენს ისეთ წამყვან საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებს, როგორებიცაა Walmark, STADA Group და სხვა. კომპანია აწარმოებს საკვები დანამატებისა და კოსმეტიკური საშუალებების იმპორტს ევროპიდან. "არტფარმას" პორტფოლიოში წარმოდგენილია ევროპაში აპრობირებული და ყველაზე მოხმარებადი ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: ნიუ ნორდიკი, ვიტაფეროლი, ვიტრუმი, ნეუტრადერმი და სხვა.

ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე, ქ.თბილისში.

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებელ ოფისის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს ოფისის ეფექტიან და შეუფერხებელ მუშაობას, ადმინისტრაციული პროცესების მართვასა და გუნდის მხარდაჭერას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლვოვის ქ. #92;
გრაფიკი: 09:00 - 18:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი და ბალანსი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური საორგანიზაციო პროცესების მართვა;
** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
** ოფისში სტუმრების მიღება/გადამისამართება და სხვა;
** კომპანიის შემოსული/გასული კორესპონდენციის წარმოება; საფოსტო გზავნილების მიღება-გადამისამართება;
** დოკუმენტაციის (შესვლის/გასვლის) მართვა და არქივირება;
** საოფისე და სამეურნეო ნივთების მარაგების შეკვეთა/მონიტორინგი;
** შეხვედრების დაგეგმვა/კოორდინირება, მითინგ-რუმების მართვა;
** საჭიროებისას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება/აღრიცხვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული მენეჯერის სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის/მენეჯმენტის/ადმინისტრირების მიმართულებით)
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მუშაობის
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; (რუსული ჩაითვლება უპირატესად)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Google Workspace)

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება;
** დეტალებზე ორიენტაცია; ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@artpharma.ge 2025 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"არტფარმას" მიზანია ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნა და დამკვიდრება საქართველოს ფარმაცევტულ სფეროში ინოვაციებისა და ახალი ბრენდების განვითარების კუთხით. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიური, პროფესიონალი, გამოცდილი თანამშრომლებით და ორიენტირებულია მათ ზრდა-განვითარებაზე.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"არტ ფარმა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია