|
დასახელება:
დამხმარე მზარეული
|
| მომწოდებელი:
Gudauri Lodge
|
|
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
|
"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე მზარეულის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: გუდაური
ანგარიშვალდებულება: შეფ მზარეული
დამატებითი ბენეფიტები: კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით და საცხოვრებელი ადგილით გუდაურში;
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეასრულოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით
** უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად
** დაემორჩილოს სტანდარტებს და შეფ მზარეულის მიერ დადგენილ რეცეპტებს
** გააკონტროლოს მაცივრების და საყინულეების ტემპერატურა
** უზრუნველყოს ჰიგიენის მაღალი დონე და დისციპლინა
** განახორციელოს სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად)
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge ან დაგვიკავშირდეთ 577 385 055-ზე, 2025 წლის 3 დეკემბრამდე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;
|
|
|
|