| 
				დასახელება: 
				ექთან-ფლებოტომისტი
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							ვისტამედი
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი 
				/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
			 | 
		 
			
		
			
				კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას ექთან-ფლებოტომისტის პოზიციაზე.  
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
 
** პაციენტისთვის წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად, ვენიდან სისხლის აღება, როგორც ბინაზე გამოძახებით ასევე, კლინიკაში; 
** აღებული მასალის შესაბამის სინჯარაში მოთავსება წესების დაცვით; 
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
 
** სამედიცინო განათლება ან პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი; 
** პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება; 
** ვენიდან სისხლის აღების გამოცდილება; 
 
პიროვნული თვისებები:  
 
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი; 
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი; 
** დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
 
სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა: 
 
** ცვლაში (ყოველ მე-4 დღეს 24სთ) ან/და, კვირაში 5 სამუშაო დღე, სამუშაო საათები 08:30-18:00. 
** მისამართი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, რამაზის ქუჩა N28. 
** ბენეფიტი: სამუშაო დღის დაწყებისას (დილით) ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია. 
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: hrvistamedi@gmail.com. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ექთან-ფლებოტომისტი".
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |