| 
				დასახელება: 
				მძღოლი-ექსპედიტორი
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							იზივეი
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი 
				/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
			 | 
		 
			
		
			
				ლოგისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი - ექსპედიტორის პოზიციაზე სატვირთო ტიპის ავტომობილზე თბილისში. 
 
სამუშაო პირობები: 
 
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1300 ლარი; 
** გრაფიკი: 10:00-19:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათ-კვირა დასვენება; 
** მდებარეობა: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 64. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
 
** კომპანიის კუთვნილის სატვირთო ავტომობილის მართვა; 
** ამანათების ტრანსპორტირება და მიწოდება ჩვენს მომხმარებლებამდე; 
** კომპანიის აპლიკაციაში მუშაობა. 
 
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები: 
 
** არსებული ტვირთის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად მიტანა მომხმარებლებამდე; 
** თბილისის ქუჩების ზედმიწევნით ცოდნა; 
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
** გუნდური მუშაობის უნარი; 
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
** დეტალებზე ორიენტირებულობა; 
** მართვის მოწმობა - B კატეგორია (მექანიკა). 
 
ჩვენი უპირატესობები: 
 
** გამართული სამუშაო პროცესი; 
** მეგობრული სამუშაო გარემო. 
 
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება. 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://easyway.bo.ge/recruit/form/6fd3940407ab7d892a14d93dff10c5f9 
 
დამატებით კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 23 80 03
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |