|
დასახელება:
გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ზებრა გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
|
"ზებრა გრუპი" — წამყვანი გამომცემლობა და სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში — ეძებს ენერგიულ და მიზანდასახულ პროფესიონალს გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მთაწმინდა (რუსთაველის გამზირი, პირველი გიმნაზიის მიმდებარედ);
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე);
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (გამოცდილების მიხედვით) + ყოველთვიური ბონუსი სამუშაოს დაწყების მე-3 თვიდან.
პოზიცია: გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი
თქვენი როლი აღნიშნულ პოზიციაზე: გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი დაექვემდებარება კომერციულ დირექტორს და აქტიურად ჩაერთვება გაყიდვების პროცესის ყველა ეტაპზე — შეკვეთებით დაწყებული და პარტნიორებთან ურთიერთობით დამთავრებული.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების მართვა;
** შეკვეთების მიღება და დროული მიწოდების ორგანიზება ლოგისტიკასთან;
** ინვოისებისა და ზედნადებების მომზადება;
** ყოველდღიური კომუნიკაცია საწყობთან და ლოგისტიკის გუნდთან;
** ახალი პროდუქტების რეგისტრაციის ფორმების შევსება;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია გაყიდვებისა და მარაგის მონაცემებთან დაკავშირებით;
** კომპანიის წარმომადგენლობა წიგნის ფესტივალებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე.
** პროდუქტებისა და ბაზის მართვა: ახალი პროდუქტების კომერციული მონაცემების დამუშავება და ბაზაში ასახვა.
** ონლაინ გაყიდვები და კომუნიკაცია
- მომხმარებლების კომერციულ შეკითხვებზე პასუხი კომპანიის Facebook გვერდზე;
- ონლაინ გაყიდვების მართვა კომპანიის ვებგვერდსა და პარტნიორ პლატფორმებზე;
- პარტნიორი კომპანიების გადახდების მონიტორინგი და დაგვიანების შემთხვევაში დროული კომუნიკაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება (მაგ. კატეგორიის მენეჯერი საცალო ** ქსელში ან გაყიდვების მხარდაჭერის მენეჯერი სადისტრიბუციო კომპანიაში);
** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება ან შესაბამისი მიმართულება);
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel-ის) მაღალ დონეზე ცოდნა;
** 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
** ეფექტიანი კომუნიკაცია და გუნდურობა.
თუ თქვენი გამოცდილება და კომპეტენცია შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@zebra-group.ge.
გთხოვთ საგნის ველში მიუთითოთ "გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|