Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=678996&print=yes&view=jobs
 
მთავარი მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი მზარეული
მომწოდებელი: რესტორანი ბლუ ფოქსი
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
რესტორანი "Blue Fox" მდებარეობს ძველი თბილისის ცენტრში და წარმოადგენს სასტუმრო THE BLUE FOX HOTEL-ის ნაწილს. რესტორანს აქვს ულამაზესი ძველი თბილისური ეზო და გამოირჩევა განსაკუთრებული ქართული მენიუთი.

პოზიციის დასახელება: მთავარი მზარეული
ლოკაცია: თბილისი
ექვემდებარება: კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერს

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციების მართვა და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვის უზრუნველყოფა
** სეზონური მენიუს შედგენა და განახლება რესტორნის კონცეფციის შესაბამისად
** საკვების ხარისხის, გემოსა და პრეზენტაციის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
** პროდუქციის ხარჯების, მარაგისა და ნარჩენების კონტროლი
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
** ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქციის დაგეგმვაში მონაწილეობა
** სამზარეულოს გუნდის განვითარებასა და მოტივაციაზე ზრუნვა

მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** მინიმუმ რამდენიმე წლიანი გამოცდილება მთავარი ან აღმასრულებელი მზარეულის პოზიციაზე
** ძლიერი ლიდერული, გუნდური და კომუნიკაციის უნარები
** საკვების ხარჯთაღრიცხვასა და მარაგების მართვაში გამოცდილება
** კრეატიულობა და თანამედროვე სამზარეულოს ტენდენციების ცოდნა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და პოზიტიური დამოკიდებულება
** კულინარიული განათლება ან შესაბამისი სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს მუდმივად განვითარდე
** კვებას და კორპორატიულ ფასდაკლებას ჩვენს რესტორანში
** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: elenedzebisashvili@bluefoxtbilisi.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია