| 
				დასახელება: 
				სავაჭრო ობიექტის გენერალური მენეჯერი
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							აგროჰაბი
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი 
				/ ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
			 | 
		 
			
		
			
				აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - "აგროჰაბი" 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს. 
 
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ობიექტის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
 
** სავაჭრო ობიექტის პერსონალის კოორდინირება და კონტროლი; 
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა; 
** სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის მართვა და მონიტორინგი; 
** დარბაზში პროდუქციის განლაგებისა და ვადების მონიტორინგი; 
** მომხმარებლის მოთხოვნებისა და პრეტენზიების გათვალისწინება და შეჯამება; 
** პროდუქციის შენახვისთვის, აუცილებელი პირობების მუდმივი კონტროლი კომპანიის სტანდარტების შესაბამისად. 
 
გთავაზობთ: 
 
** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო; 
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა; 
** ჯანმრთელობის დაზღვევა. 
 
შემოუერთდი ჩვენს გუნდს! გამოგვიგზავნე რეზიუმე: hr@agrohub.ge ან შეავსე სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/Agrohub-Vacancies  
 
გისურვებთ წარმატებას!
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |