| 
				დასახელება: 
				ცივი და ცხელი კერძების მზარეული
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							აგროჰაბი
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი 
				/ ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
			 | 
		 
			
		
			
				აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - "აგროჰაბი" 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს. 
 
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ცივი და ცხელი კერძების მზარეულის პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
 
** პროდუქტის დამუშავება; 
** კერძების შემადგენლობისა და კალკულაციების კუთხით შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება; 
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი 
 
ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
 
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
** გუნდური მუშაობის უნარი 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე hr@agrohub.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება ან მოგვწერეთ ჩვენს Facebook-ის ფეიჯზე: - "აგროჰაბი jobs" 
 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
გისურვებთ წარმატებას! 
 
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება 
 
1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი" საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07; 
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; 
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; 
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ; 
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; 
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; 
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე; 
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - 
 
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; 
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; 
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; 
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; 
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; 
** მონაცემთა გადატანის უფლება; 
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; 
** თანხმობის გამოხმობის უფლება; 
** გასაჩივრების უფლება; 
 
9. შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |