| 
				დასახელება: 
				უფროსი მოლარე
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							ჯიბე cash & carry
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
			 | 
		 
			
		
			
				კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარეს პოზიციაზე გლდანის ფილიალში. 
 
ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს. 
 
სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00  
ანაზღაურება: 1400 ლარი + გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ ბონუსი 500 ლარი  
 
უფროსი მოლარეს ფუნქცია-მოვალეობები: 
 
** სალარო ოპერაციების სწორად წარმოების, პროგრამული გატარებებისა და მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის შესაბამისობის მონიტორინგი; 
** იურიდიული პირებისათვის დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; 
** სამუშაო დღის ბოლოს სალაროების დახურვის პროცესის უზრუნველყოფა; 
** მაღაზიის ძირითად სეიფში არსებული ნაშთის ინკასირება ბანკის მიერ მოვლინებულ შესაბამის ჯგუფთან; 
** ფინანსური განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება შესაბამის ვადებში 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
 
** აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება; 
** სასურსათო ქსელში, მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@jibe.ge  
 
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
 
ტელ: +995 557306169
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |