| 
				დასახელება: 
				ოფისის მენეჯერი
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							დიპლომატ ჰოლდინგი
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
			 | 
		 
			
		
			
				სადისტრიბუციო კომპანია შპს "დიპლომატ ჰოლდინგი", აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს საკვები პროდუქტების დისტრიბუციას 2002 წლიდან.  
 
დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: http://www.diplomatholding.com.ge  
 
სამუშაო პირობები:  
 
** სამუშაო დღეები ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით (ყველა ოფიციალურ უქმე დღეს დასვენება); 
 
ძირითადი მოვალეობები: 
 
** ოფისში მოსული სტუმრების მიღება-გადამისამართება; 
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა; 
** სატელეფონო ზარებზე, ელ. წერილებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება; 
** მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის; 
** საფოსტო გზავნილის მიღება-გადამისამართება; 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
 
** უმაღლესი განათლება; 
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით; 
 
პიროვნული თვისებები: 
 
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა; 
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; 
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება; 
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
** დისციპლინირებულობა; 
** სხარტი აზროვნება; 
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; 
** ანალიტიკური აზროვნება; 
 
ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს, და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას. 
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე : hr@master-trade.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
გისურვებთ წარმატებას!
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |